TuttoJuve

Juve per sempre sarà

ნიუკასლი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნიუკასლი იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობს.

სერბი ფეხბურთელი ტუირნული გრანდის გეგმებში აღარ შედის და მისი იუვენტუსიდან წასვლა სეზონის ბოლოს ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე ყველაზე მეტად ნიუკასლი აქტიურობს. იუვენტუსს მის სანაცვლოდ 40-45 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.

48 views
error: დაცული კონტენტი !