ნიუკასლი ლუისის მიმართ ინტერესს არ კარგავს
იტალიური მედიის ცნობით, ნიუკასლი იუვენტუსის ნახევარმცველის დუგლას ლუისის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ნიუკასლს ბრაზილიელი ფეხბურთელის გაფორმება სურს იმის მიუხედავად, დატოვებს თუ არა გუნდს სანდრო ტონალი.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს ბრაზილიელის სანაცვლოდ 40-45 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს.

 
                 
                 
                