პედულა:“ ოსიმენის პრიორიტეტი იუვენტუსში თამაშია“
იტალიურ მედიაში ვიქტორ ოსიმენის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერის თაობაზე საუბრები არ წყდება.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენს კარიერის გაგრძელება სწორედ ტურინულ გრანდში სურს.
წყაროს ცნობით, ოსიმენის ტრანსფერზე არაბული გუნდებიც აქტიურად მუშობენ, თუმცა ნიგერიელი ფორვარდის პრიორიტეტი იუვენტუსში თამაშია, არაბულ გუნდებს კი ალტერნატივად მოიაზრებს.
ოსიმენის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ პარტენოპეის გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს…