TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბასტონისა და დიმარკოს თამაში შვეიცარიასთან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში შვეიცარიასთან მატჩისთვის ემზადება და ლუჩიანო სპალეტის გუნდი შეხვედრას მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით ხვდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ალესანდრო ბასტონი და ფედერიკო დიმარკო გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობენ და მათი თამაში მომდევნო მატჩში საეჭვოა. წყაროს ცნობით, ბასტონის სიცხე აქვს, დიმარკო კი სრული დატვირთვით ვარჯიშს კუნთის პრობლემების გამო ვერ ახერხებს.

ამ ყველაფერს რიკარდო კალაფიორის არყოფნაც ემატება. იტალიელი შვეიცარიასთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

error: დაცული კონტენტი !