TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტუდორისთვის ლიგის საგზური იუვენტუსში დასარჩენად საკმარისი არ იქნება…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იგორ ტუდორის იუვენტუსში დარჩენა მომდევნო სეზონში ნაკლებად სავარაუდოა.

ტუდორის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იწურება, თუმცა თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, მისი ხელშეკრულება 1 წლით ავტომატურად გახანგრძლივდება, რომლის გაწვეტაც იუვენტუსს მცირე კომპენსაციის სანაცვლოდ შეეძლება.

წყაროს ცნობით, ტუდორი დიდი ალბათობით გუნდს მსოფლიო საკლუბო მუნდიალის დასრულების შემდეგ დატოვებს და ბიანკონერი უფრო გამოცდილი, მაღალი დონის მწვრთნელის გაფორმებას ეცდება.

error: დაცული კონტენტი !