TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ჟირონას მცველით ინტერესდება

იუვენტუსი ჟირონას მარცხენა მცველის მიგელ გუტიერესის ტრანსფერით ინტერესდება.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი, ვინც ლა ლიგას ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად მოიაზრება, ანდრეა კამბიაზოს ერთ-ერთი პოტენციური შემცვლელია.

ჟირონა ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ, ვის აქტივშიც მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა, 30 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც კამბიაზოს გაყიდვის შემთხვევაში პრობლემა არ იქნება. არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ტრანსფერში არტურ მელოს ჩართვა სცადოს, ვინც ახლა იჯარის წესით ჟირონაში თამაშობს.

46 views
error: დაცული კონტენტი !