TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ ჩვენი მიზანი ხვალინდელ მატჩში მხოლოდ გამარჯვებაა“

იუვენტუსის მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ბოლონიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ტრავმირებულები ? ხვალ კოპმეინერსი, გატი, კაბალი და ბრემერი ვერ დაგვეხმარებიან, ასევე ვერ ითამაშებს ვლაჰოვიჩი, დუშანმა ყველაფერი სცადა, მაგრამ ის ჯერ 100 პროცენტით მზად არ არის, ილდისის სიტუაცია კი ყველამ კარგად იცით.

„ჩვენ წინ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, ჩვენ ბოლონიასთან შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ და სასურველი შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

„მე დღეს გუნდს ვესაუბრე, ბიჭები კარგ მენტალურ და ფიზიკურ ფორმაში არიან, ვიცით, რომ მოედანზე გული და სული უნდა დავტოვოთ, სხვაგვარად წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება.

„ვინ შეცვლის ილდისს ? კენანი გამორჩეული ფეხბურთელია და ის აუცილებლად დაგვაკლდება. მე სასტარტო შემადგენლობაზე საუბარს არ ვაპირებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოედანზე გასული თითოეული ფეხბურთელი თავის საქმეს გააკეთებს.

„ვიქნებით თუ არა კმაყოფილები ქულით ? ჩემს კარიერაში ფრით კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარ, ჩვენი მიზანი ხვალ მოედანზე გასვლა და გამარჯვების მოპოვება იქნება.

„დუგლას ლუისი ? ის პროგრესს აგრძელებს და არ არის გამორიცხული, ხვალ მოედანზე ვიხილოთ.

„კამბიაზოს ცუდი ფორმა ? მას ბევრი გაუცდა, თუმცა ანდრეა ფორმას იბრუნებს. ის მნიშნველოვანი ფეხბურთელია და გუნდის დასახმარებლად მზად არის.“

56 views
error: დაცული კონტენტი !