TuttoJuve

Juve per sempre sarà

მანჩესტერი ლუისის ტრანსფერით ინტერესდება

მანჩესტერ იუნაიტედი იუვენტუსის ნახევარმცველის დუგლას ლუისის ტრანსფერით ინტერესდება.

გასული სეზონის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იუვენტუსს ზაფხულში 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა მისი ტურინული კარიერა არც თუ ისე პოზიტიურად წარიმართა და დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს იუვენტუსს დატოვებს.

26 წლის ფეხბურთელი გასულ კვირებში ნიუკასლსა და ფორესტს დაუკავშირეს, ბრაზილიელის მსურველთა სიას კი ამჯერად მანჩესტერ იუნაიტედი შეემატა.

იუვენტუსი ლუისის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მინიმუმ 45 მილიონ ევროს გადაიხდის.

49 views
error: დაცული კონტენტი !