გატიმ იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ფედერიკო გატი და იუვენტუსი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმდნენ.
ნიკოლო სკირას ცნობით, იტალიელი მცველი ტურინული გრანდის ღირსებას 2030 წლის ზაფხულამდე დაიცავს, კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
გატის წლიური გასამრჯელო 2 მილიონამდე გაიზრდება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
