ლევერკუზენი სავონას ტრანსფერით ინტერესდება
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ლევერკუზენი იუვენტუსის უკანახაზელის ნიკოლო საოვნას ტრანსფერით ინტერესდება.
გერმანული გუნდი ჯერემი ფრიმპონგის შემცვლელის ძიებაშია და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ იუვენტუსის ფეხბურთელია.
წყაროს ცნობით, სავონას მსურველები ინგლისშიც ჰყავს, მის მიმართ ინტერესს ბორნმუთი, ევერტონი და ვესტ ჰემი იჩენენ.