TuttoJuve

Juve per sempre sarà

სიტი კამბიაზოს მიმართ ინტერესს არ კარგავს

ბრიტანული წყაროების ცნობით, მანჩესტერ სიტი იუვენტუსის ფეხბურთელის ანდრეა კამბიაზოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.

ქალაქელები ანდრეას გაფორმებას იანვარშიც ცდილობდნენ და CaughtOffside-ს ცნობით, ინგლისელები ბედს კიდევ ერთხელ ზაფხულში ცდიან.

წყაროს ინფორმაციით, სიტი იუვენტუსს კამბიაზოს სანაცვლოდ 65-70 მილიონ ევროს შესთავაზებს. იუვენტუსი ანდრეას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა და ფინანსური ზარალის გამო რომელიმე ლიდერის გაყიდვა მოუწევს.

error: დაცული კონტენტი !