იუვენტუსისთვის ტონალის გაფორმება ურთულესი ამოცანა იქნება…
სანდრო ტონალი იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება, მაგრამ მისი გაფორმების შანსი არც თუ ისე დიდია.
ნიუკასლი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასთან ახლოს არის, ამიტომ ლიდერების შენარჩუნება სურს, მათი ფინანსური სიძლიერე კი ფეხბურთელების გაყიდვის არანაირ საჭიროებას არ ქმნის.
Eurosport-ის ინფორმაციით, ნიუკასლი ტონალის მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ გუნდის დატოვება თავად იტალიელმა ითხოვა, ასეთ შემთხვევაში კი სანდროს ფასი მინიმუმ 80-85 მილიონი ევრო იქნება…