იუვე ლეჩეს ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ლეჩეს ფორვარდის ნიკოლა კრსტოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდის შეტევაში ზაფხულში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება და ბიანკონერის მინიმუმ 2 ფორვარდის გაფორმება მოუწევს.
Tuttosport-ის ცნობით, იუვეს ერთ-ერთი სამიზნე ლეჩეს 25 წლის შემტევი იქნება, რომლის აქტივშიც მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ლეჩე მის სანაცვლოდ 20-25 მილიონს ითხოვს, თუმცა არ არის გამორიცხული, ტურინელებმა ტრანსფერში ვასილიე აჯიჩი გამოიყენონ, მისი შემდგომში უკან გამოსყიდვის შესაძლებლობით.