TuttoJuve

Juve per sempre sarà

მანჩესტერი და არსენალი ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავენ

ბრიტანული გამოცემა CaughtOffside-ს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმებას სეზონის ბოლოს ეცდებიან.

არსენალი სერბი ფორვარდის მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს და წყაროს ცნობით, ზაფხულში მათ დუშანის გასაფორმებლად წითელი ეშმაკების კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.

იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ ბიანკონერი ზაფხულში მის 40-45 მილიონად გაყიდვას გეგმავს.

error: დაცული კონტენტი !