TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სასუოლო იუვენტუსიდან მუჰარემოვიჩს გამოისყიდის

სერია ა-ში უკვე ოფიციალურად დაბრუნებული სასუოლო იუვენტუსიდან ახალგაზრდა ფეხბურთელს ტარიკ მუჰარემოვიჩს გამოისყიდის.

22 წლის ფეხბურთელი ნეროვერდს სეზონის სტარტზე 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ბოსნიელი ფეხბურთელი სასუოლოს ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, ამიტომ ნეროვერდი მისი გამოსასყიდი თანხის – 5 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს. მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში იუვე სრული თანხის 50 პროცენტს მიიღებს.

error: დაცული კონტენტი !