კონტემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
გასულ კვირებში კონტე იუვენტუსში იგორ ტუდორის შეცვლის მთავარ კანდიდატად მოიაზრებოდა, თუმცა წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი მომდევნო სეზონში ნაპოლიში დარჩენას გეგმავს.
წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს სატრანსფერო მოთხოვნების დაკმაყოფილებას გეგმავს, ამიტომ ის ნაპოლის აღარ დატოვებს, რაც თავის მხრივ იუვენტუსში იგორ ტუდორის დარჩენის შანსს საგრძნობლად ზრდის.