იუვენტუსის უარი ინგლისელებს, ილდისი არ იყიდება
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს კენან ილდისის გაყიდვას არ აპირებს.
თურქი ტალანტის მიმართ ინტერესი ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იზრდება, თუმცა წყაროს ცნობით, კენანი იუვენტუსის რიგებში ხელშეუხებელ ფეხბურთელად მოიაზრება.
წყაროს ცნობით, იუვეს ილდისის გაშვება შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწიოს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება, რაც იუვენტუსს სერიოზულ ფინანსურ ზიანს მოუტანს, სხვა შემთხვევაში კენანის გაშვება არც კი განიხილება.