TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს ოსიმენის გასაფორმებლად სრული გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მასიმო პავანის ინფორმაციით, იუვენტუსი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ცნობით, ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელი ფორვარდის ტურინში გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ ბიანკონერი მის კონტრაქტში მითითებულ გამოსასყიდ თანხას – 75 მილიონ ევროს სრულად გადაიხდის, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაპოლი ოსიმენის ინგლისში გაშვებას ეცდება.

პავანის თქმით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები სერიოზულ სახეს მას შემდეგ მიიღებს, როდესაც იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაინაღდებს.

error: დაცული კონტენტი !