TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჩელსიმ იუვენტუსს ვეიგას ფასი შეუთვალა

იუვენტუსი რენატუ ვეიგას შენარჩუნებაზე მუშაობს და ჩელსისთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, თუმცა პორტუგალიელის ტურინში დარჩენა მარტივი არ იქნება.

SportItalia-ს ცნობით, გუნდებს შორის იანვარში სიტყვიერი შეთანხმება შედგა, რომ იუვენტუსს ვეიგას გამოსყიდვა 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს ამ მომენტისთვის აღნიშნული თანხის დახარჯვა არ სურს, ტურინული გრანდი პორტუგალიელის იჯარის გახანგრძლივებას იმედოვნებს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

55 views
error: დაცული კონტენტი !