იუვე ვეიგას შენარჩუნებაზე მუშაობს
იუვენტუსსა და ჩელსის შორის რენატუ ვეიგას თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსს პორტუგალიელი ფეხბურთელის მინიმუმ მსოფლიო საკლუბო მუნდიალის დასრულებამდე შენარჩუნება უნდა.
წყაროს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლის პორტუგალიელის იჯარის 1 წლით გახანგრძლივების იმედი აქვს, ამჯერად მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.