იუვე კოლო-მუანის შენარჩუნებაზე უარს არ ამბობს
იუვენტუსი რანდალ კოლო-მუანის შენარჩუნებაზე უარს არ ამბობს და ფრანგი ფორვარდის თაობაზე პსჟ-სთან შეხვედრის გამართვას გეგმავს.
კოლო ტურინულ გრანდში მშრალი იჯარის წესით იმყოფება, მიკელე დი ბლაზისის ინფორმაციით კი იუვენტუსი მისი არენდის 1 წლით გახანგრძლივებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
კოლო-მუანის იუვენტუსში მისვლა დიდწილად ტიაგო მოტას დამსახურებაა, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, უნდა თუ არა ფრანგ ფეხბურთელს ტურინში დარჩენა.