TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი გატის გაყიდვას არ გამორიცხავს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს ფედერიკო გატის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

წყაროს ცნობით, გლეისონ ბრემერის დაბრუნებისა და პიერ კალულუს გამოსყიდვის ფონზე, ტურინული გრანდის დაცვის ხაზი საკმაოდ კარგად არის დაკომპლექტებული, ამიტომ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში იუვე გატის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.

გატის მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური გუნდი იჩენს, ტურინული გრანდი მის სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს ითხოვს.

error: დაცული კონტენტი !