TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტურამი, მბანგულა და პერინი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობენ

იუვენტუსი ლეჩესთან მატჩისთვის მზადებას აგრძელებს და იგორ ტუდორს ფონს გასვლა გაკრვეული საკადრო პრობლემების ფონზე მოუწევს.

ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, ხეფრენ ტურამმა, სამუელ მბანგულამ და მატია პერინიმ დღეს გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშეს.

წყაროს ცნობით, ტურამს კუნთის მცირე გადაღლილობა აქვს, თუმცა სავარაუდოდ ხვალიდან გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს, მბანგულასა და პერინის თამაში კი ლეჩეს წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

error: დაცული კონტენტი !