ბრემერი შესაძლოა სეზონის დასრულებამდე დაბრუნდეს
გლეისონ ბრემერი სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს და დიდია ალბათობა, ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანს მოსალოდნელზე ადრე დაუბრუნდეს.
ბრემერმა მოედანზე ვარჯიში უკვე დაიწყო, მან სამედიცინო შტაბისგან სირბილის უფლებაც მიიღო და ნელ-ნელა ვარჯიშის ინტენსიობას უმატებს.
ალფრედო პედულას ცნობით, არის ალბათობა, რომ ბრემერმა სერია ა-ს ბოლო ტურებში გარკვეული წუთები მიიღოს, მსოფლიო საკლუბო მუნდიალს კი სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.