კასანო:“ რომასთან კარგი იუვენტუსი ვნახეთ, ვლაჰოვიჩის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ რომასთან იუვენტუსის თამაში შეაფასა.
„რომასთან იუვენტუსი ძალიან მომეწონა, ტუდორმა გუნდს თავისი ხელი უკვე აშკარად დაატყო, ტურინელებს ეტყობოდათ ბრძოლის სურვილი და იდენტობა, რაც ამ სეზონში არ გვინახავს.
„ვფიქრობ, იუვენტუსმა თავისი თამაშით უკეთესი შედეგი დაიმსახურა, მაგრამ მათ ფორვარდი სჭირდებათ. ვლაჰოვიჩის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მას გუნდისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს.“