ტუდორის იუვენტუსში დარჩენის შანსი იზრდება
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსში იგორ ტუდორის მომდევნო სეზონში დარჩენის შანსი იზრდება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა ხორვატი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია და მომდევნო სეზონში მის შენარჩუნებას სერიოზულად განიხილავს.
წყაროს ინფორმაციით, გადამწყვეტ ფაქტორს ჩემპიონთა ლიგის საგზური ითამაშებს და თუ გუნდმა სეზონი ოთხეულში დაასრულა, ტუდორი დიდი ალბათობით იუვენტუსის სათავეში დარჩება.