TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ ტუდორმა იუვენტუსს თავისი ხელი უკვე დაატყო“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ რომასთან მატჩი შეაფასა.

„ტუდორმა იუვენტუსს თავისი ხელი უმოკლეს დროში დაატყო, გუნდი ახლა უფრო სოლიდური, მოტივირებული და მშიერია, იგორმა რომასთან ურთულესი მატჩისთვის გუნდი კარგად მოამზადა.

„იუვე უფრო ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობს, გუნდს ეტყობა ინტენსიობა და აშკარაა, რომ ფეხბურთელები მეტად მოტივირებულები არიან.

„უნდა აღინიშნოს ვლაჰოვიჩის კიდევ ერთი უსახური თამაში, ის საკმარისად მშიერი და მონდომებული არ არის.“

error: დაცული კონტენტი !