ლიგაზე გასვლის შემთხვევაში ტუდორის კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, იგორ ტუდორის კონტრაქტი 1 წლით ავტომატურად გახანგრძლივდება.
ტუდორმა ტიაგო მოტა ჯენოასთან მატჩამდე ჩაანაცვლა და გუნდთან 4-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
წყაროს ცნობით, თუ იუვენტუსმა ლიგის საგზური მოიპოვა და ტუდორის კონტრაქტი 1 წლით გახანგრძლივდა, ტურინულ გრანდს ხორვატ სპეციალისტთან ხელშეკრულების გაწყვეტა მცირე კომპენსაციის სანაცვლოდ 30 ივლისამდე შეეძლება.