TuttoJuve

Juve per sempre sarà

ელკანმა ილდისის გაყიდვას ვეტო დაადო

იტალიური მედიის ინფორმაციით, კენან ილდისი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსს არ დატოვებს.

SportItalia-ს ცნობით, თურქი ფეხბურთელის იუვენტუსში დარჩენა პირადად ჯონ ელკანმა ითხოვა, ამიტომ ის იქნება ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს იუვენტუსი არც კი განიხილავს.

წყაროს ინფორმაციით, თავად თურქმა თავის აგენტს უკვე აცნობა, რომ მას იუვენტუსში დარჩენა უნდა და სხვა გუნდში გადასვლას არ აპირებს.

error: დაცული კონტენტი !