TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტუდორის მთავარი ამოცანა კოპმეინერსის ფორმის დაბრუნება იქნება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იგორ ტუდორის მთავარი ამოცანა მომდევნო დღეებში ტეუნ კოპმეინერსის ფორმის დაბრუნება იქნება.

ნიდერლანდელ ფეხბურთელს ტურინული გრანდის რიგებში საკმაოდ რთული სტარტი გამოუვიდა. 27 წლის ფეხბურთელი, რომლის აქტივშიც მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, ხშირად დამსახურებული კრიტიკის ობიექტი ხდება.

წყაროს ცნობით, ფორმის ნაკლებობის მიუხედავად, იუვენტუსი და იგორ ტუდორი ნიდერლანდელის შესაძლებლობებში დარმწუნებულია. ტუდორი რომასთან 3-4-2-1 სქემის გამოყენებას გეგმავს, ტეუნი კი ფორვარდის უკან ითამაშებს, სადაც ის ატალანტას რიგებში დიდებულად თამაშობდა და ტუდორს იმედი აქვს, ტეუნი ჩვეულ პოზიციაზე დაბრუნების შემდეგ თავის შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

error: დაცული კონტენტი !