TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ელკანს ილდისის შენარჩუნება სურს

გასულ კვირებში კენან ილდისის იუვენტუსიდან წასვლის თაობაზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა თურქი ფეხბურთელის გაყიდვა ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის მფლობელს ჯონ ელკანს თურქი ტალანტის შენარჩუნება სურს იმის მიუხედავად, გავა თუ არა გუნდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე.

წყაროს ცნობით, Exor-ი საჭიროების შემთხვევაში იუვენტუსის კაპიტალის ზრდას არ მოერიდება, ამიტომ ამ მომენტისთვის ილდისის გუნდიდან წასვლა რთულად წარმოსადგენია.

error: დაცული კონტენტი !