TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სიტი კამბიაზოს გაფორმებას საკლუბო მუნდიალის დაწყებამდე ეცდება

ბრიტანული გამოცემა GIVEMESPORT-ის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი ანდრეა კამბიაზოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და მის გაფორმებას საკლუბო მუნდიალის დაწყებამდე ეცდება.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამო დამატებითი სატრანსფერო ფანჯარა 1-დან 10 ივნისამდე გაიხსნება და წყაროს ცნობით, ქალაქელები იტალიელის გაფორმებას სწორედ ამ პერიოდში ეცდებიან.

სიტის გარდა, კამბიაზოს ტრანსფერზე მუშაობა ლივერპულმაც დაიწყო. სქაუზერები ტრენტ ალექსანრ-არნოლდის შემცვლელის ძიებაში არიან და კამბიაზო მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

error: დაცული კონტენტი !