არტური:“ იმედი მაქვს, გუნდები შეთანხმდებიან და მე ჟირონაში დავრჩები“
არტურ მელომ, ვინც იჯარის წესით ჟირონაში ასპარეზობს, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ჟირონას რიგებში ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, სეზონის ბოლომდე გუნდები საერთო ენას გამონახავენ და მე აქ დავრჩები.“
იუვენტუსს ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10-15 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს.