TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მირეტის აგენტი:“ ფაბიო ზაფხულში იუვეში დაბრუნდება, ტურინელებისთვის ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“

იუვენტუსის საკუთრებაში მყოფი და ჯენოაში იჯარით მოასპარეზე ფეხბურთელის ფაბიო მირეტის აგენტმა კლიენტის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„დღეს ფაბიოსთვის გამორჩეული მატჩი იქნება, ის ბავშვობიდან იუვენტუსის ქომაგია და ეს მისთვის ძალიან ემოციური დაპირისპირებაა.

„მირეტის მომავალი ? ჯენოა მის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადებას აქტიურად ცდილობდა, მაგრამ იუვენტუსმა ეს იდეა კატეგორიული უარით გაისტუმრა.

„ფაბიომ იუვე გუნდთან კონსულტაციის შემდეგ დატოვა, რომ მეტი სათამაშო დრო მიიღოს, ზაფხულში კი ის ტურინში დაბრუნდება.“

error: დაცული კონტენტი !