TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიელინის იუვენტუსში მანჩინის ხილვა სურს

Sky Sport-ის ინფორმაციით, ჯორჯო კიელინის მომდევნო სეზონში იუვენტუსის სათავეში რობერტო მანჩინის ხილვა სურს.

ტურინული გრანდი იგორ ტუდორის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკლუბო მუნდიალის დასრულების შემდეგ მიიღებს და თუ ხორვატმა სპეციალისტმა გუნდი დატოვა, მისი ერთ-ერთი პოტენციური შემცვლელი სწორედ რობერტო მანჩინია.

Sky-ს ცნობით, მომდევნო სეზონიდან ჯორჯო კიელინის გავლენა იუვენტუსში საგრძნობლად გაიზრდება და მისი პრიორიტეტი გუნდში რობერტო მანჩინი იქნება, ვისაც იტალიის ნაკრებიდან კარგად იცნობს…

error: დაცული კონტენტი !