გონსალესი სეზონის ბოლოს იუვეში დაბრუნდება
ფაკუნდო გონსალესი სეზონის ბოლოს იუვენტუსის რიგებს დაუბრუნდება.
ურუგვაელი ტალანტი ფეიენორდში იჯარის წესით ასპარეზობს, მისი შემდგომში 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.
21 წლის ფეხბურთელის აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 269 წუთი გახლავთ. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნიდერლანდელები მისი გამოსასყიდი თანხის გადახდას არ აპირებენ, ამიტომ გონსალესი სეზონის ბოლოს ტურინში დაბრუნდება.