რანიერი:“ გასპერინი რომას მწვრთნელი არ იქნება“
რომას მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯან პიერო გასპერინი მომდევნო სეზონში ჯალოროსის ჩაიბარებს:
„მე და გუნდის სპორტული დირექტორი გუნდისთვის ახალი მწვრთნელის ძიებას ვაგრძელებთ, თუმცა მედიაში გახმაურებული სახელები რეალობას არ შეესაბამება, ჯან პიერო გასპეირნი რომას არ ჩაიბარებს.“
გასპერინიმ გასულ კვირებში ატალანტადან წასვლის თაობაზე მინიშნება რამდენჯერმე გააკეთა, მას რომას და იუვენტუსს აქტიურად უკავშირებდნენ და რანიერის სიტყვების შემდეგ აშკარაა, რომ ჯალოროსი ლა დეას მწვრთნელის გადაბირებაზე არ მუშაობს…