ტარდელი:“ ტუდორი სწორი არჩევანია, ახლა ჯერი ფეხბურთელებზეა…“
იუვენტუსის ლეგენდამ მარკო ტარდელიმ ტურინულ გრანდში იგორ ტუდორის მისვლა შეაფასა.
„ვფიქრობ, ტუდორი სწორი არჩევანია. იუვენტუსს სჭირდებოდა მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელების თავებში შეაღწევდა, მათ მოტივირებას შეძლებდა და თვითდაჯერებულობას დაუბრუნდებდა, რაც ტუდორისთვის პრობლემა არ უნდა იყოს.
„ახლა ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. ყველაფრის მწვრთნელზე დაბრალება არასწორია, არსებულ სიტუაციაში წვლილი ფეხბურთელებსაც მიუძღვით და დროა, მათ თავიანთი პასუხისმგებლობა აიღონ და დაამტკიცონ, რომ იუვენტუსში ყოფნის ღირსები არიან.“