მაიფრედი:“ ვფიქრობ, იუვე გუარდიოლას უმიზნებს“
იუვენტუსის ყოფილმა მწვრთნელმა ჯიჯი მაიფრედიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„მოტა იუვენტუსში მივიდა იმ განწყობით, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო იყო, თუმცა ის რეალობისთვის მზად არ აღმოჩნდა. მისი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ იუვენტუსში ის მეთოდები გაჭრიდა, რომლებითაც ბოლონიაში მუშაობდა. იუვე ბოლონია არ არის.
„ტუდორი ? აშკარაა, რომ იგორი მხოლოდ დროებითი გამოსავალია და იუვენტუსს დიდი გეგმები აქვს. ვფიქრობ, ტურინელები პეპ გუარდიოლას უმიზნებენ. პეპს იტალიაში მუშაობა უნდა, მისი იუვენტუსში მისვლა ფერარიში ჰამილტონის გადასვლის ტოლფასი იქნებოდა.“