TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფრატინი:“ ზაფხულში იუვე გასპერინის გაფორმებას ეცდება“

ცნობილი იტალიელი სკაუტისა და საფეხბურთო აგენტის მიკელე ფრატინის აზრით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს ჯან პიერო გასპერინის გაფორმებას ეცდება.

„ვფიქრობ, იუვენტუსში იგორ ტუდორის მისვლა ნათელი მინიშნებაა იმისა, რომ ზაფხულში ტურინელები ჯან პიერო გასპერინის გაფორმებას ეცდებიან. მათი სქემა იდენტურია და იუვენტუსი ტუდორის მიყვანით გასპერინისთვის საძირკველს ამზადებს.

„გასპერინიმ ატალანტას დატოვების თაობაზე მინიშნება არაერთხელ გააკეთა, ის იუვენტუსს ძალიან კარგად იცნობს, იქ წლების განმავლობაში აქვს ნამუშევარი და ვფიქრობ, ის ტურინული გრანდის პროექტისთვის იდეალური მწვრთნელია.“

error: დაცული კონტენტი !