ილდისი იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი აღარ არის
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი კენან ილდისს ხელშეუხებელ ფეხბურთელად აღარ მოიაზრებს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობას თურქი ფეხბურთელისგან გაცილებით მეტი მოლოდინები ჰქონდა, თუმცა კენანმა მათი გამართლება ვერ შეძლო.
გამოცემის ინფორმაციით, თუ ზაფხულში რომელიმე დაინტერესებული გუნდი მის სანაცვლოდ 90-100 მილიონს გადაიხდის, ილდისი გუნდს დატოვებს.
19 წლის ფეხბურთელის აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 მატჩში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.