იუვე ჰანცკოს მიმართ ინტერესს არ კარგავს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი ფეიენორდის მცველის დავიდ ჰანცკოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, სლოვაკი ფეხბურთელი ტურინული გრანდის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება, თუმცა ჯერჯერობით მისი იუვენტუსში ტრანსფერი გადაწყვეტილი არ არის.
ბიანკონერის ჰანცკოს გასაფორმებლად დაახლოებით 25-30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.