TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის კალენდარი ცნობილია

Lega Serie A-მ 2025 წლის სატრანსფერო ფანჯრის კალენდარი ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც დაანონსებული იყო, მსოფლიო საკლუბო მუნდიალისთვის დამატებითი სატრანსფერო ფანჯარა იქნება, რომელიც 1 ივნისს ამოქმედდება და 10 ივნისს დაიხურება. ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელების დამატება როგორც იუვენტუსსა და ინტერს, ასევე სერია ა-ს სხვა გუნდებსაც შეეძლებათ, იმის მიუხედავად, რომ ისინი მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე არ ითამაშებენ.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს გაიხსნება და 1 სექტემბერს დაიხურება, ხოლო ზამთრის ფანჯარა 2 იანვრიდან 2 თებერვლამდე იქნება ხელმისაწვდომი.

error: დაცული კონტენტი !