ჯუნტოლის გუნდიდან გაშვება ჯერჯერობით არ იგეგმება
გასულ დღეებში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, იუვენტუსი ჯერჯერობით კრისტიანო ჯუნტოლის გაშვებას არ აპირებს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჯონ ელკანი ჯუნტოლის მიმართ ნდობას არ კარგავს და მის გაშვებას ჯერჯერობით არ განიხილავს, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ იტალიელ სპეციალისტს ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და მისი გასამრჯელო სეზონში 1.5 მილიონია, რაც ჯუნტოლის პოტენციურ გაშვებას კიდევ უფრო ართულებს.
წყაროს ინფორმაციით, სიტუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ იუვე ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.