სიტის შემდეგ, კამბიაზოს მიმართ ინტერესი კიდევ ერთმა ინგლისურმა გრანდმა გამოთქვა
გასულ კვირებში მანჩესტერ სიტის მხრიდან ანდრეა კამბიაზოს მიმართ არსებულ ინტერესზე აქტიურად იწერებოდა და ქალაქელები იტალიელის გაფორმებას ზაფხულში კიდევ ერთხელ ეცდებიან, თუმცა მათ სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კამბიაზოს ტრანსფერით ლივერპულიც ინტერესდება და სქაუზერებისთვის მოთხოვნილი 60-65 მილიონი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნება.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი კამბიაზოს იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, რითიც სერიოზულ ფინანსურ დარტყმას მიიღებს.