TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კალულუს გამოისყიდის, კონსეისაუს თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის…

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა შესაძლოა ფრანცისკუ კონსეისაუს გამოსყიდვაზე უარი თქვას.

პორტუგალიელი ტალანტი ტურინულ გრანდში 1-წლიანი იჯარით ასპარეზობს, მისი შემდგომში 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

კონსეისაუმ იუვენტუსის რიგებში სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში მან საგრძნობლად მოუკლო და არ არის გამორიცხული, ტურინულმა გრანდმა პორტუგალიელზე უარი თქვას.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს გადაწყვეტილი აქვს მილანიდან პიერ კალულუს გამოსყიდვა, რის სანაცვლოდაც როსონერი 14 მილიონ ევროს მიიღებს.

62 views
error: დაცული კონტენტი !