ინგლისური გრანდების ინტერესის მიუხედავად, ილდისი იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს
გასულ დღეებში კენან ილდისის მიმართ ინგლისური გუნდების მხრიდან არსებული ინტერესის თაობაზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა თურქი ფეხბურთელი ტურინული გრანდის დატოვებას არ აპირებს.
ილდისი ჩელსის, ლივერპულს და მანჩესტერულ გუნდებს დაუკავშირეს, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ათიანის პრიორიტეტი ტურინულ გრანდში დარჩენაა.
წყაროს ცნობით, ბიანკონერი მის გაყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი კენანის სანაცვლოდ 85-90 მილიონს გადაიხდის.