TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე გასპერინის მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ატალანტას მთავარი მწვრთნელის ჯან პიერო გასპერინის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

იგორ ტუდორი დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და ტურინული გრანდი ახალ მწვრთნელს მიიყვანს, რომელიც გუნდს ხანგრძლივი პერიოდით ჩაიბარებს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ გასპერინი იქნება, მან ლა დეას დატოვების თაობაზე არაერთხელ მიანიშნა და იუვენტუსში დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა.

error: დაცული კონტენტი !