ტაკინარდი:“ ტუდორი ამ რთული მომენტის დასაძლევად სწორი ადამიანია“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ტურინულ გრანდში იგორ ტუდორის მისვლა შეაფასა.
„მე არანაირი ეჭვი არ მაქვს, მჯერა, რომ ტუდორი ამ მომენტისთვის იდეალური არჩევანია.
„ის არის ნამდვილი მებრძოლი, იუვენტუსის შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს და იცის, თუ რას ნიშნავს იყო ამ გუნდის წევრი.
„მას ფეხბურთელების მოტივირება და მათგან მაქსიმუმის მიღება კარგად შეუძლია. ის 3-4-2-1 სქემით ითამაშებს და ვლაჰოვიჩი სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდება.“