არა მხოლოდ ფაჯოლი, ჰეისენის გაყიდვა მოტას მოთხოვნით მოხდა…
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ნიკოლო ფაჯოლის მსგავსად, გუნდიდან დინ ჰეისენის წასვლაც ტიაგო მოტას მოთხოვნით მოხდა.
წყაროს ცნობით, მოტამ გასულ ზაფხულს კრისტიანო ჯუნტოლის აცნობა, რომ ჰეისენი მის გეგმებში არ შედიოდა, ამიტომ ტურინულმა გრანდმა ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, იუვენტუსმა ჰეისენი ბორნმუთში 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვა, რასაც მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში მიღებული თანხის 10 პროცენტი დაემატება.